სემეკი: გაზგაყვანილობის სპეციალისტების კვალიფიაციის შემოწმებაზე უფლებამოსილი უწყება არ არსებობს

Nusagi

სემეკის წარმომადგენლის, გიორგი ფანგანის თქმით, ის შეხვდა ყაზტრანსგაზის მმართველს და ესაუბრა მიზეზებზე, რატომ ვერ აღმოაჩინეს სპეციალისტებმა დაზიანების კერა დიდ დიღომში კორპუსში მომხდარ აფეთქებამდე გამოძახებისას. მან ყაზტრანსგაზის პოზიცია „მაესტროს“ ეთერში განმარტა.

მისი განცხადებით, სადარბაზოები ნიავდება და შესაძლოა სწორედ ამიტომ ვერ აღმოაჩინეს სპეციალისტებმა დაზიანების კერა, თუმცა ჰქონდა თუ არა ადგილი გულგრილობას, ამას გამოძიება დაადგენს.

ფანგანის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ვერც სუნი დააფიქსირებს და დაზიანება ვერც სპეციალურმა ხელსაწყომ დააფიქსირა.

„სამწუხაროდ, დღეს კომპანია მოკლებულია თანამშრომლებზე ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილებას, რომ შეამოწმოს თანამშრომლების კვალიფიკაცია“, – აცხადებს ფანგანი და განმარტავს, რომ ეს უფლებამოსილება კომისიას 2005-2006 წლებში კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით ჩამოერთვა. შესაბამისად, დღეს ტექნიკური თანამშრომლების კვალიფიკაციას არცერთი უწყება არ ამოწმებს.

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები.

Facebook Comments
%d bloggers like this: