უსაფრთხოების ზომებსა და პასუხისმგებლობაზე რეგულაციები 2009 წელს გაუქმდა

Nusagi

„ძალიან დიდი ალბათობით, დიდ დიღომში მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნებოდა მოწესრიგებული სისტემა“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „ყასტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში 2009 წლის შემდეგ გაუქმებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც უსაფრთხოების ზომებსა და პასუხიმგებლობის საკითხებს ითვალისწინებს. „ძალიან დიდი ალბათობით, ამ შემთხვევის თავიდან აცილება ცხადია, შეიძლებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნებოდა მოწესრიგებული სისტემა. მთელ მსოფლიოში მათ შორის, აშშ-სა და ბრიტანეთში, სადაც ზოგადი რეგულაციები განსხვავებულია, გაზის ტექნიკური ნორმების შემთხვევაში ნორმები პრაქტიკულად, ერთნაირია. ჩვენც ვიყავით ამ ცივილიზებული და განვითარებული მსოფლიოს ნაწილი, მაგრამ 2009 წლიდან მთელი ეს რეგულაციები და ტექნიკური ნორმები მაშინდელმა ხელისუფლებამ გააუქმა, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციონირება შეწყვიტა და საერთოდ არანაირი კანონმდებლობა აღარ არსებობდა ქვეყანაში.

შემდეგ შემოიღეს ახალი კანონები, რომელიც ამოვარდნილია და არაფერი საერთო არ აქვს ცივილიზაციასთან, არანაირ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს“,-განაცხადა სოსო სიმონიშვილმა

Facebook Comments
%d bloggers like this: