40 წელს ზემოთ ხალხს რომ აღარ ღებულობთ სამსახურებში ვიღაც ცხვირმოუხოცავებთ რომ ავსებთ კადრებს

Nusagi

,, ძვირფასო მთავრობის წევრებო.მართლაც დიდი ტრაგედიაა და დარწმუნებული ვარ თქვენგან 80 % გულთან მიიტანდა ამ საშინელებას,მაგრამ დროშების დაშვებით,რომელიც აღნიშნავს დიდ გლოვას და წესია დაეშვას ვუშველით გარდაცვლილებს?? გავაცოცხლებთ მათ??

ხომ არ ჯობდა თავიდანვე მოგვეგვარებინა პრობლემა,ხომ არ ჯობდა ეს უწიგნური და უვიცი თანამშრომლები გაგვეყარა დაკავებული თანამდებობებიდან და შეგვევსო მაღალკვალიფიციური მუშახელით?? ხომ არ ჯობდა შეგვემოწმებინა წესიერად და არა ვითომ აშენებული ბინები.

არამგონია კომუნისტებზე მეტი ტვინი ქონდეთ მათ თავში ვინც აშენებს ამ კუბოებს,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.ბინები არ შენდებოდა რკინაბეტონის პლიტებით?? რომელისაც განვლილი ჰქონდა თავისი დრო გასაშრობი?? სად გინახავთ ამხელა კორპუსის ბლოკით შენება ვერ გავიგე მითხარით თქვენ და ამ იხსენით.

აი გუშინდელი ფაქტი კიდევ მაგალითი უთავმოყვარეო არაპროფესიონალიზმის გამოვლენის. 40 წელს ზემოთ ხალხს რომ აღარ ღებულობთ სამსახურებში მცოდნეს ვამბობ და ვიღაც ცხვირმოუხოცავებთ რომ ავსებთ კადრებს,უვიცების მერე განა მცოდნეების.

ამას მიხედეთ ბატონებო,ეს მოაწესრიგეთ და აცილებული იქნება თავიდან ასეთი ტრაგედიები. ასევე ბათუმში გადახდილი სახურავის მიერ გარდაცვლილი კაცი და მრავალი დაშავებული.ის თქვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე მოგებული ორგანიზაციის მიერ არ იყო გაკეთებული???

ვის აძლევთ ტენდერებს ვის ჩაქუჩი არა აქვთ საკუთარი და ლაფატკა. ამას სანამ არ მიეხედება,სანამ არ იარსებებს საქასტანდარტი ყველა სფეროში აბსოლიტურად იქნება ის საამშენებლო თუ სხვა დარგები,მანამდე ვერ ავიცილებთ ამ უბედურებას.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზაზა მაჭავარიანი

Facebook Comments
%d bloggers like this: