რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ორი Су-34 ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა

Nusagi

ორი ბობდამშენი ერთმანეთს ჰაერში დაეჯახა და ჩამოვარდა,- ამის შესახებ ТАСС-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. შემთხვევა სახალინსა და ხაბაროვსკის ოლქს შორის მოხდა. მანამდე რუსული პრესია მხოლოდ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ავრცელებდა ცნობას.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია ორი Су-34-ის კატასტროფის შესახებ. უწყებაში აცხადებენ, რომ პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს და სავარაუდოდ, უვნბლები არიან, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

რადარებიდან გამქრალი ორი ბორტის გვერდით კიდევ ხუთი თვითმფრინავი მიფრინავდა, რომლის პილოტები აცხადებენ, რომ პარაშუტები დაინახეს.

ბომბდამშენი Су-34 გამოიყენება საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე შეტევისთვის, მათ შორის მოძრავი მცირე ზომის სამიზნეებისთვის. შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში მოქმედება.  

Facebook Comments
%d bloggers like this: