რუმინეთში გრიპის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა

Nusagi

რუმინეთში გრიპის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მედიაში 18 დაღუპულის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ ჰქონდა. 

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. 

გასულ კვირას რუმინეთში რესპირატორული ინფექცია 90 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: