შსს-მ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა

Nusagi

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე სარფის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებისას დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: