ილია მეორე – ჩემი თხოვნაა ლოცვებში მოიხსენიოთ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები

Nusagi


ქაშვეთის ტაძარში, სადაც დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულები არიან დასვენებული პანაშვიდი აღევლინა. ქაშვეთში იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და თბილისის მერი კახი კალაძე.

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები”, – ბრძანა პატრიარქმა. 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: