მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ძაღლი ბოო გარდაიცვალა

Nusagi

——–

პომერანული შპიცი ბოო, რომელიც ყველაზე პოპულარული ძაღლი იყო ინტერნეტში, 12 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა პატრონმა, ირენ ანმა დაწერა.

„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ამ დილით ბოო ძილში გარდაიცვალა და თავის საყვარელ მეგობარ ბადისთან წავიდა. ჩვენი გულები დამსხვრეულია, მაგრამ გვამშვიდებს ის, რომ ბოო აღარ გრძნობს ტკივილს და დისკომფორტს, ვიცით, რომ ბადი მას პირველი შეხვდება ცისარტყელაზე, ჩვენ გვიყვარხარ და მოგვენატრები“, -ნათქვამია წერილში.

ბოოს უფროსი ძმა და მეგობარი ბადი 2017 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ძაღლს გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები დაეწყო, ენატრებოდა ძმა, თუმცა კიდევ 1 წელი იცოცხლა. 

ბოო 2006 წელს დაიბადა, ძაღლის პატრონმა ფეისბუქზე გვერდი გახსნა, რომელზეც დაწერა : „მე მქვია ბოო, ძაღლი ვარ და სიცოცხლე მშვენიერია“.

პოპულარობა ბოოსთან 2010 წელს მოვიდა, როდესაც მომღერალმა კეშამ „თვითერზე“ დაწერა, რომ მას ახალი ბიჭი ჰყავს და ბოოს გვერდის ლინკი მიუთითა. ამჟამად გვერდს 16 მილიონი მომწონებელი ჰყავს, ბოო კი უამრავი ფოტოსესიის გმირი გახდა. 

2011 წელს ირენმა დაწერა წიგნი „მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ძაღლის ცხოვრება“. მეორე წიგნი კი, გამოვიდა სათაურით „პატარა ძაღლი დიდ ქალაქში“.

Facebook Comments
%d bloggers like this: