ტაშკენტში სტალინის დროს დაკარგული განძი იპოვეს

Nusagi

ტაშკენტის ცენტრში, ერთ-ერთი ისტორიული შენობის სარდაფის რეკონსტრუქციისას 80 წლის წინ დაკარგული განძი იპოვეს.ამის შესახებ უზბეკური პრესა იუწყება. გამოცემა kun.uz.

იუწყება, რომ უზბეკეთის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა იპოვეს რომანოვის ტაშკენტის სასახლის 1918 წლის კოლექცია და ნივთები, რომელიც სტალინის რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნოდა. კერძოდ, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორ ჯურაბეკს და ევროპიდან სანქტ-პეტრებურგში საცხოვრებლად გადასულებს. ნივთები სარდაფის ქვეშ, დაკეტილ შენობაში ინახებოდა.

გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილია ისეთი ნივთები, როგორიცაა მე-19 საუკუნის ოქროს მიკროსკოპი, 8 კგ. ოქროს ზოდები, მე-18-19 საუკუნის ოქროთი მოვარაყებული წიგნები, ასევე 4 წიგნი ამერიკის ფრინველებზე, რომლის ფასი 150 ათასი დოლარია. გარდა ამისა, ნაპოვნია უზბეკეთის სახანოს დოკუმენტები და ძველი ხელნაწერები.

წინასწარი ცნობით, განძი შუა აზიაში საბჭოთა მეცნიერის, შუა აზიის უნივერსიტეტის, ნიკოლაი დიმოს ინიციატივით ჩაიტანეს. განძის სავარაუდო ფასი მილიონ დოლარ ს აჭარბებს. ნაპოვნს სახელმწიფო იცავს.

Facebook Comments
%d bloggers like this: