ის ფასდფუდის რეკლამაში საშიში კანონზომიერება აღმოაჩინეს

Nusagi

რამდენიმე წლის მანძილზე ფასდფუდის მწარმოებლები რეკლამას გამიზნულად მიმართავდნენ შავკანიანი და ესპანურენოვანი ბავშვებისკენ,- ამის შესახებ ორგანიზაცია UConn Rudd Center for Food Policy & Obesity-ს მიერ მომზადებული ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, 2013-2017 წლებში ფასდფუდის რეკლამები 50%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შავკანიანმა ბავშვებმა აღნიშნული კორპორაციების სატელევიზიო რეკლამები 2-ჯერ მეტად ნახეს, ვიდრე თეთრკანიანებმა.

უმცირესობებზე რეკლამების რაოდენობის ზრდა იმ ფონზე ხდება, როდესაც ფასდფუდის რეკლამებზე დახარჯული თანხები მცირდება. კვლევის მიხედვით, მწარმოებლები ძირითადად იმ სატელევიზიო არხებს აფინანსებენ და უკვეთავენ თავიანთ რეკლამებს, რომელსაც ძირითადად შავკანიანები და ლათინოამერიკელები უყურებენ.

ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, შირიკი კუმანიკა აცხადებს, რომ მსგავსი რეკლამები ხელს უწყობს უმცირესობის წარმომადგენლების ჯანმრთელობის გაუარესებას, რადგან რეკლამა ეხება ისეთ არაჯანსაღ პროდუქტებს, რომელიც იწვევს დიაბეტს, ჭარბწონიანობასა და გულ-სილსხლძარღვთა დაავადებებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: