აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს

Nusagi

აჭარაში მიმდინარე წლიდან წითელას ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

ამ დროისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში წითელას ვირუსის რვა საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული. რისკ ჯგუფს 20 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები წარმოადგენენ. ჯანდაცვის ორგანიზაციები მუნიციპალიტეტებსა და ქალაქში მოქალაქეებს მოუწოდებენ გაიკეთონ აცრა, ვაქცინაცია კი უფასოა. წითელას აცრა, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი.

ამ ეტაპზე აჭარაში წითელას საწინააღმდეგო აცრა 376 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. ვირუსის გავრცელების პიკი აჭარაში გასულ წელს დაფიქსირდა, წითელას ვირუსით 322 მოქალაქე დაინფიცირდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: