ბაშარ ასადის ცოლი, რომელიც კიბოს ებრძვის, ბავშვთა ჰოსპიტალს ეწვია

Nusagi

სირიის პირველი ლედი ესმა ასადი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის და ქიმიოთერაპიით მკურნალობს, ბავშვთა ჰოსპიტალს ეწვია. ესმა ასადმა სმენადაქვეითებულ ბავშვს ყურის აპარატი გადასცა, რასაც ბავშვის დედის შეძახილი მოჰყვა : „ახლა მას ესმის“. ბავშვმა და ესმა ასადმა ერთმანეთს ხელები მიარტყეს.

სირიის ლიდერის, ბაშარ ასადის მეუღლეს სარძევე ჯირკვლის კიბო რამდენიმე თვის წინ აღმოაჩნდა, ესმა ასადი დამასკოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც განაცხადეს, რომ კიბო ავთვისებიანია, თუმცა მკურნალობა საწყის ეტაპზე ტარდება და გამოჯანმრთელების შანსი არსებობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ბევრი დადებითი შეფასება და კომენტარი მოჰყვა, ზოგიერთმა მომხმარებელმა ესმა ასადს ანგელოზიც კი უწოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: