ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრს ცოცხები გადასცეს

Nusagi

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პაატა ადამიას სხდომაზე საჩუქრად ცოცხები გადასცა.

მანამდე ამ ფაქტს წინ უძღოდა დეპუტატებს შორის კამათი. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მერიის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაზე საუბარს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ, მხოლოდ 150 ლარის ლიმიტი ექნებათ.

პაატა ადამიას თქმით, იმის ფონზე, როცა მედიკამენტებზე ფასები იზრდება, ეს თანხა მიზერული გამოდის.

Facebook Comments
%d bloggers like this: