თბილისში მელიქიშვილის გამზირი დროებით ჩაიკეტება

Nusagi

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 23 იანვრის 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საახალწლო დეკორაციები და ილუმინაციები რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე უკვე ჩამოხსნეს.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: