სოციალური ქსელები და მედია

“როცა საბანი გადახადეს სულ დალურჯებული ჰქონდა სახე”

Nusagi

თბილისში, 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ მეზობლები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ. მათი მონაყოლის თანახმად, მოზარდს მშობლები ხშირად სცემდნენ. ერთ-ერთი მეზობლის მტკიცებით, გოგონას დაახლოებით ერთი კვირის წინ, დედა ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვი საავადმყოფოშიც კი ჰყავდათ გადაყვანილი. 

მეზობლების თქმით, გოგონა დედის სახლში არ იზრდებოდა. არსებული ინფორმაციით, პატარა ბავშვთა სახლში იზრდებოდა.

“ამ ქალის შვილია როგორც ჩანს, მას პატარა ბიჭიც ყავს პირველი ქორწინებიდან. რაც შეეხება მესამე ბავშვს, როგორც ვიცი ის ამჟამინდელი ქორწინებიდან ჰყავს. მამა არ იყო აგრესიული, ის ერთ რამეშია დამნაშავე, როცა ხედავს რომ სასიკვდილოდ სცემს დედა ბავშვს, ზომები უნდა მიიღოს”- ამბობს მეზობელი. 

მისი თქმით, ბავშვის ცემის ფაქტზე პოლიციაც ინფორმირებული იყო. 

“ამასწინათაც სცემა ბავშვი, მაგრამ მიჩქმალა. პოლიციას უთხრა სძინავსო, არადა როცა საბანი გადახადეს სულ დალურჯებული ჰქონდა სახე. დაკითხეს ეს ქალი. ალბათ ბავშვის გაგუდვის ახალი მეთოდი გამოიგონა .24 საათის განმავლობაში სცემდა ბავშვებს. სულ წივილ-კივილის ხმა ისმოდა. დილით თვითონ გამოუძახებია სასწრაფო, ბავშვი ცუდად არისო”- აღნიშნავს მეზობელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,722 ნახვა
%d bloggers like this: