საყოველთაო პანაშვიდები, ტირილები,”ვაიმე რა დღეში ვართ”, “ამოვწყდით ქართველები” სტატუსებს ვინც წერთ გაუთავებლად, არ შემიძლიხართ და არ მინდა სტრესით მოვკვდე

Nusagi

„ ჩემო ტკბილებო, თბილებო, უკვე ჩემო ახლობელო ადამიანებო
არ გეწყინოთ გეხვეწებით, არანაირი პირადული, არანაირი ბოღმა!
უბრალოდ იძულებული ვარ საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩემი ფრენდებისა მიგმალოთ (რაღაც უხერხული სიტყვაა, მაპატიეთ რა) და გარკვეული დროით თქვენი არცერთი პოსტი აღარ დავინახო. 
მესმის და ვიცი, რომ ყველაფერზე დურაკივით ღლიცინი და ყველაფერზე ხარხარი არ შეიძლება, უხერხულიცაა
მაგრამ
აი ეს საყოველთაო პანაშვიდები, ტირილები, პესიმიზმები, შეცხადებები, “ვაიმე ეს რა დღეში ვართ”, “ამოვწყდებით ქართველები”, “რა გვეშველება”, “ასეთი უბედურება ჯერ არ ყოფილა” და ა.შ. სტატუსებს ვინც წერთ გაუთავებლად
არ შემიძლიხართ და არ მინდა სტრესით მოვკვდე.

ვინაიდან სულ გამუდმებით სტრესულ სიტუაციაში ყოფნა უფრო მეტად კლავს, ვიდრე ავტოავარია ან ვირუსი ან წითელა ან გაზი…
არც ჩემს ნაზ ფსიქიკას ვუფრთხილდები ეხლა და არც თქვენ გერჩით.

სახლში მყავს ავადმყოფი დედა, რომელსაც ცოცხალი ვჭირდები. მგონი არავინ შემიწუხებიხართ ამაზე ტირილით აქ და მაპატიეთ ახლაც რომ ვიგრუზები. 
არაფერი განსაკუთრებული წელს არ ხდება, თუ არ ჩავთვლით დიღომში იმ საშინელ ტრაგედიას… 
გრიპიც სულ იყო, გამათბობელიც იწირავდა ადამიანებს და გულითაც უამრავი იღუპებოდა. 
რომ არა აქაური საინფორმაციოები და ეს საყოველთაო პანიკა, არც დღეს არ იქნებოდა ეს ამბავი აქ ატეხილი.
ყველას გვტკივა მიცვალებული, მითუმეტეს ახალგაზრდა კაცი, მაგრამ ერთმანეთის გულის გახეთქვა-უკვე აღარანაირ ადამიანურ ნორმაში აღარ ჯდება (ნუ ჩემთვის, თქვენი არ ვიცი)
არავის არ ვამადლი ჩემს ქეციან თავს
მაგრამ არ მინდა სტრესით მეც გამისკდეს გული. 
მაპატიეთ თუ აწი ვიღაცეებს რაღაცეებს ვეღარ დაგილაიქებთ. 
ყველა ფრენდს ანფოლოუ, ვინც თავზე დამატირებს რომ
“ვიღუპებით ქართველობა”.
——-
P.S. არ ვიღუპებით!
უბრალოდ ინფორმაციული საშინელება გვჭირს!
და ერთმანეთს ვაგიჟებთ.
პირადად მე აქაურობამ გადამატანინა ბევრი ცუდი დღე და სათითაოდ მადლობას გიხდით ამისათვის ყველას.
სანამ ცოცხლები ვართ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რაა… “,-წერს ნინო ახობაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: