აჭარაში სავარაუდოდ H1N1 ვირუსისგან გამოწვეული გართულებებით ქალი გარდაიცვალა

Nusagi

აჭარაში 48 წლის ქალი სავარაუდოდ H1N1 ვირუსისგან გამოწვეული გართულებებით გაირდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, კლინიკაში კი 12 იანვარს შეიყვანეს.  

ეპიდემიოლოგები საკითხს სწავლობენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

სავარაუდოდ, ამავე მიზეზით გარდაიცვალა ტრაპიზონის კლინიკაში 33 წლის ქართველიც, რომელიც თავდაპირველად  ბათუმის კლინიკებში მკურნალობდა,  შემდეგ კი, ოჯახის ინიციატივით, თურქეთში გადაიყვანეს.  

ოჯახს ქართველი  მედიკოსების მიმართ პრეტენზიები აქვს. აჭარაში ვირუსით, ჯამში, 6 ადამიანია გარდაცვლილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: