ბრიტანეთში მკურნალობენ ზღარბს, რომელიც ნერვიულობის ნიადაგზე გამელოტდა

Nusagi

ბრიტანეთის ქალაქ მაჩ-ვენლოკში, შროპშირის საგრაფოში ცხოველთა დამცველები მკურნალობენ ზღარბს, რომელსაც სტრესის გამო, ყველა ეკალი დასცვივდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ზღარბს მეტსახელად დათვი დაარქვეს. ცხოველთა დაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი რთული შემთხვევა პირველად აქვთ. მათი თქმით, „გამელოტებული“ ზღარბი ადრეც უნახავთ, თუმცა მაშინ ცხოველს ეკლების მხოლოდ 70 % დასცვივდა.

დათვმა კი, თითქმის 97 % დაკარგა. ცხოველთა დამცველების თქმით, ზღარბმა ზამთრის ძილისგან ნაადრევად გაიღვიძა, ინერვიულა და გამელოტდა. „ჩვეულებრივ, ზღარბებს ამ დროს სძინავთ, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გაუტოლდება. ამ შემთხვევაში ზღარბი პარაზიტებმა გააღვიძეს, რომელიც მის ყურებში იყვნენ ჩაბუდებული. ზღარბს შესცივდა და ინერვიულა. ჩვენ კატის საკვები დავუდგით და სულ შეჭამა, შემდეგ კი წყალს მთელი 4 წუთის განმავლობაში სვამდა“,-განაცხადა ცხოველთა დამცველმა ფრენ ჰილმა.

ზღარბს სისხლისმიმოქცევის გასაუმჯობესებლად ყოველდღე ალოეს მასაჟს უკეთებენ და ანტიბაქტერიული საშუალებებით ბანენ. ჰილს იმედი აქვს, რომ ცხოველი რამდენიმე თვეში გამოჯანმრთელდება და ზაფხულში დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას.

Facebook Comments
%d bloggers like this: