“დარაზმავს ემიგრანტებს და თურქეთიდან შემოვა?!” – რისთვის ემზადება მიხეილ სააკაშვილი და რას გეგმავს ოპოზიცია გაზაფხულზე

Nusagi

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე კი­დევ ერთხელ ალა­პა­რაკ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ემიგ­რან­ტებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პი­რო­ბას დებს.

ამის­თვის, სა­ა­კაშ­ვილ­მა და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის “ჯემ ფეს­ტის” ყო­ფილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ მოძ­რა­ო­ბა “ერ­თად სახ­ლში” ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ხვდე­ბი­ან და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლის გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ.

“ემიგ­რან­ტე­ბო, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს რო­მელ წერ­ტილ­ში იმ­ყო­ფე­ბით, ვი­მოქ­მე­დოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ნე­გა­ტი­ურ პრო­ცე­სებ­ზე, და­ვა­მარ­ცხოთ ის ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც დღი­თი­დღე ანად­გუ­რებს ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლუ­რი გზით ცდი­ლობს მი­ით­ვი­სოს მო­სახ­ლე­ო­ბის რე­სურ­სე­ბი და ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც სუქ­დე­ბა და მდიდ­რდე­ბა ხალ­ხის ხარ­ჯზე” – ვკი­თხუ­ლობთ მათ მიერ ემიგ­რან­ტე­ბი­სად­მი გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიუ იორკში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს შეხ­ვდა და ვრცლად ისა­უბ­რა ემიგ­რან­ტე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე.

წყარო: ambebi.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: