რუსეთში სკოლის მოსწავლეები შიმშილისგან გონებას კარგავენ

Nusagi

კემეროვოს სკოლაში მოსწავლეები შიმშილისგან გონებას კარგავენ,-ამის შესახებ „ინტერფაქსი“ რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენლის, დიმიტრი კისლიცინის მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება. დიმიტრი კისლიცინის თქმით, ამის მიზეზი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაა და მსგავს შემთხვევებს სოფლის სკოლებში მასობრივი ხასიათი აქვს.

„მშობლებს არ აქვთ ფული, რომ დილით ასაუზმონ ბავშვები, ან მისცენ 50 რუბლი, რომ სკოლაში საკვები იყიდონ“,-განმარტა ომბუდსმენმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევები და მდგომარეობა უმძიმესია.

ომბუდსმენმა კერძო კომპანიებს თხოვნით მიმართა, სკოლებში ბავშვების კვება დააფინანსონ.

Facebook Comments
%d bloggers like this: