საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

Nusagi

სალომე ზურაბიშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე ევროპარლამენტარებთან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: