უგულავა: კალაძეს ვურჩევდი, ჩემი ჩრდილიდან გამოვიდეს, ნუ მეტოლება

Nusagi

თბილისის მერს კახა კალაძეს ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ურჩია მისი ჩრდილიდან გამოვიდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება – როგორც ის იქცევა, თბილისის მერისთვის შეუფერებელია,” – ასე უპასუხა თბილისის მერს კახა კალაძეს ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ.

მანამდე კალაძემ თქვა, რომ კორუმპირებული უგულავა ნათელი მაგალითია, როგორი უნდა იყოს ქალაქის მერი.

“დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის მძიმე იქნება. მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის უგულავას მერობის დროინდელი“, – განაცხადა კალა კალაძემ.

მისივე თქმით,  თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ასენება არდაუშვას. 

არ არის გამორიცხული ინვესტორმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, მერიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს. მანამდე კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად მერიის ბერკეტები დაასახელა.

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის აკრძალვაზე “მწავნე ალტერნატივას სარჩელი არ მიიღო.

Facebook Comments
%d bloggers like this: