ჩინური ავტომწარმოებელი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

Nusagi

ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი  წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ი ს თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასაახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

Guangzhou Automobile Group ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელია, რომელსაც 84 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჯგუფი აწარმოებს სამგზავრო და კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოტოციკლებს, საავტომობილო ნაწილებს, ასევე, საქმიანობს ფინანსურ და სადაზღვევო სფეროში. კომპანიის საბაზრო კაპიტალის მოცულობა 18 მილიარდ დოლარს აღემატება.

Facebook Comments
%d bloggers like this: