ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა თავი პრეზიდენტად გამოაცხადა

Nusagi

ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენრად გამოაცხადა და ფიცი დადო. მან განაცხადა, რომ ქვეყნის მეთაურის ფუნქცებს შეასრულებს სამხედროების დახმარებით, რათა არჩევნები მოამზადოს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. 

ოთხშაბათს ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართულ მარშზე. იანვარში მადუროს ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ უზურპატორი უწოდა. მანამდე კარაკასთან რამდენიმე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 

ვენესუელაში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, მადუროს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა. 2018 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკეთა პროგნოზი, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია მილიონი პროცენტით მოიმატებდა.

ქვეყანაში ხშირია მასობრივი არეულობები. აგვისტოს დასაწყისში მადუროს მოკვლა ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონით სცადეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: