ნინო ზანგალაძე: მისი პრეზიდენტობის დროს დაკარგულ საქართველოს შუაგულს რას უპირებს, არ ამბობს?

Nusagi

აშშ-ში მცხოვრები ნინო ზანგალაძე ქართველ ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ეხმაურება და წერს: „2003 წელი გამახსენდა…”შევარდნაძე, გადადექი..შენ სოხუმი დაკარგე..მე შევალ სოხუმში”.. 2008 წელს სოხუმი “დაიბრუნა”..ეხლა ემიგრანტები მიყავს საქართველოში..მისი პრეზიდენტობის დროს დაკარგულ საქართველოს შუაგულს რას უპირებს არ ამბობს.ამას ნამდვილად სჯერა მისი სიტყვების და გონია რომ 2008 წელს საქართველომ მხოლოდ 12 ქვაღორღიანი სოფელი დაკარგა და ომშიც გაიმარჯვა.

თუმცა თუნდაც ამ ვიდეოში თვალები ისეთ მდგომარეობაში აქვს, სადაც ზვიგენები დაინახა ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე , იქ ომშიც გაიმარჯვებდა.“ შეგახსენებთ, მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის “ჯემ ფეს­ტის” ყო­ფილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ მოძ­რა­ო­ბა “ერ­თად სახ­ლში” ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ხვდე­ბი­ან და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლის გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ. 20 იანვარს ბრუკლინში რესტორან ,,ნაციონალში” ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას სააკაშვილმა ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრა და ემიგრანტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: