პრეზიდენტი, ჭიდაობის იქნება თუ ქვეყნის, უპირატესად თანამდებობის პირთან ასოცირდება

Nusagi

,,არც ვაპირებდი რამე დამეწერა ჭიდაობაში მომხდარ ინციდენტზე, მაგრამ იმდაგვარი გარჩევები წავიდა, რომ სპორტის სახეობა კი არა, მაფია ან პოლიტიკური პარტია გეგონება. თან, ისეთი ქალებიც ჩაერთვნენ, ნაც-ქოცების კრულვის მეტი რომ არაფერი დაუწერიათ და ახლა, სპორტსაც გადაწვდნენ საკუთარი ხელწერით.

სპორტის სახეობის პრეზიდენტი კი სულ სხვა რამეა, რომელიც ქალმა კი არა, მგონი სპორტსმენმაც არ იცის, ისეთ პოსტებს თუ კომენტარებს გადავეყარე. არა და, პრეზიდენტი არის ტიტული, რომელსაც ატარებენ ქვეყნებში სპორტული ორგანიზაციების პირველი პირები და ეტიმოლოგიურადაც პრეზიდენტი ნიშნავს პიროვნებას, რომელიც თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს —
ლათინურად: prae (წინ, თავში) + sedere (ჯდომა) !
დიახ ჯდომა, და არა ჭიდაობა დარბაზში ან აყალ-მაყალში მონაწილეობა. პრეზიდენტი ოფისში სხდომით უნდა არჩევდეს საქმეს და არა სპორტულ მოედანზე მუშტების ქნევით. მაგრამ, თუ ვერ ახერხებს პრეზიდენტი თავის უფლება-მოვალეობას, მას გადაირჩევენ იმპიჩმენტის, ან არჩევნების გზით.

პრეზიდენტი, ჭიდაობის იქნება თუ ქვეყნის, უპირატესად თანამდებობის პირთან ასოცირდება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება აქვს და მისი ძალაუფლების ხარისხი ვარირებს საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაშიც, მაგრამ ამდაგვარმა პრეზიდენტებმა რა ვარირება უნდა მოახდინონ საკუთარ ან სხვა ქვეყანაში, როცა სიტყვა “პრეზიდენტის” განმარტებაც კი, მგონი არ იციან.”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი გია შარაშენიძე

Facebook Comments
%d bloggers like this: