ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

Nusagi

ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს ბუდაპეშტიდან თბილისში ხვალ საღამოს 17:40 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდები წყნეთში, ფიროსმანის ქუჩაზე გაიმართება კვირას კი ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ.  გარდაცვლილ ჟურნალისტს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს 33 წლის მოულოდნელად  გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.  

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: