უცხოური მედია

ბავშვიანი ცოლ-ქმარი თვითმფრინავის რეისიდან აუტანელი სუნის გამო მოხსნეს

Nusagi

ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავში არ შეუშვეს მგზავრები, რომლებსაც საშინელი სუნი ასდიოდათ. ამის შესახებ Detroit Free Press იუწყება.

მეუღლეები, იოსი და ჯენი ადლერები თავიანთ წლინახევრის გოგონასთან ერთად დეტროიტში მიფრინავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა განაცხადეს, რომ ოჯახს აუტანელი სუნი ასდიოდა, ბორტგამცილებელები იძულებული გახდნენ, ისინი რეისიდან მოეხსნათ. 

მიუხედავად ამისა, იოსი ადლერმა განაცხადა, რომ მათ არანაირი სუნი არ ჰქონდათ და მიზეზი ალბათ სხვა რამეში იყო. შედეგად, ოჯახი დეტროიტში ერთი დღის შემდეგ გაფრინდა.

მსგავსი შემთხვევა გასული წლის ზაფხულშიც მოხდა. ავიაკომპანია Transavia Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა ექსტრმალური დაჯდომა განახორციელა პორტუგალიაში იმის გამო, რომ ბორტზე ერთ-ერთ მგზავრს აუტანელი სუნი ასდიოდა. მგზავრების თქმით, მამაკაცს ისეთი სუნი ჰქონდა, თითქოს რამდენიმე კვირის დაუბანელი იყო. თვითმფრინავში აუტანელი სუნისგან რამდენიმე მგზავრს გული აერია, ერთ-ერთს კი, გული წაუვიდა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,329,593 ნახვა
%d bloggers like this: