კახა კალაძე: გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს

Nusagi

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში მშენებლობაზე სპეციალური ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს, 2013 წელს გაიცა. „გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულის სიმაღლის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ გავშიფრე“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ინვესტორთან შეთანხმება შედგა და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

„ჩვენ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია თბილისისა და თბილისელების წინაშე. ვაკის პარკის, ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული, პრინციპულობა. ყველაზე მთავარია თბილისელების თანადგომა და მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ და ვართ მადლიერები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: