კახა კალაძე: ვაკის პარკმა გაიმარჯვა

Nusagi

თბილისის მერის, კახა კალაძისა და სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელების შეხვედრა დასრულდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, შეთანხმება შედგა.

მისივე თქმით, საუბარი არ არის კომპენსაციაზე. შეთანხმება ადგილმპნაცველობას ეხება. „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ, მივულოცო თბილისს და თბილისელებს, მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: