სილამაზე

რა არის კანაბიდიოლი და რატომ საუბრობენ მასზე ამდენს?

დასავლური მედიის ცნობით, კანაბიდიოლი ახალი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია რევოლუცია მოახდინოს ჯანდაცვასა და ესთეტიკის სფეროში.

ბევრი დასავლური გამოცემა კანაბიდიოლს 2019 წლის ერთ-ერთ მთავარ ველნეს-ტრენდად ასახელებს. ეს არის ნივთიერება, რომელიც კანაფის შემადგენლობაშია, მას ხშირად იყენებენ ტანის მოვლის საშუალებებში. თუმცა მომავალში კანაბიდიოლი სხვა ფუნქციას შეასრულებს – დამამშვიდებელს.

თვითონ კანაბიდოლი არ შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, თუმცა, არანაკლები სამკურნალო მოქმედება ახასიათებს და საკმაოდ წარმატებით ებრძვის სტრესს.

შფოთვა მრავალი დაავადების კატალიზატორია, მათ შორის კანის ანთებითი პროცესების. კანაბიდიოლის შემცველი პრეპარატებს კი,  დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

არ არის გამორიცხული, რომ მომავალში წარმოებაში ჩაეშვას კანაბიდიოლის ბაზაზე შექმნილი სხვადასხვა პრეპარატი, რომელთა შორის იქნება სახის მოვლის ლოსიონები და კანის დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ზეთები.

Facebook Comments