ბიზნესი

თავისუფლების მოედანზე, ისტორიულ შენობაში საქართველოს ბანკის ახალი ოფისი გაიხსნა

თავისუფლების მოედანზე, ისტორიულ შენობაში საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის ახალი ოფისი გაიხსნა. ინფორმაციას. „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდი ავრცელებს.

1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენებული ნაგებობა  ქვეყნის ისტორიაში ცნობილია, როგორც პირველი საკრედიტო საზოგადოების შენობა.

ინტერიერზე იტალიურმა კომპანია DINN-მა იმუშავა, რომელმაც შენობას პირვანდელი სახე შეუნარჩუნა

ოფისის თანამედროვე დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია ღვინის საცავი და ასომთავრული ანბანი, რომლითაც დაწერილია ვეფხისტყაოსნის აფორიზმები.

Facebook Comments