იაპონიაში სამუშაოდ 500 000 უცხოელს მიიღებენ, გარდა თურქეთის მოქალაქეებისა

იაპონიის ხელისუფლებამ თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის მოქალაქეებიც სამუშაო ვიზებს ვერ მიიღებენ, ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ თურქი დიპლომატების აღშფოთება გამოიწვია.

იაპონიის სავიზო სისტემაში ცვლილებების შედეგად, 2019 წლის აპრილიდან ქვეყანაში 500 ათასამდე უცხოელს მიიღებენ სამუშაოდ. თუმცა მათ შორის თურქეთის არც ერთი მოქალაქე არ იქნება. ისინი ამ კატეგორიის ვიზებს ვერ მიიღებენ.

იაპონიის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება გამოთქვეს თურქმა პოლიტიკოსებმაც, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. მან ასევე აღნიშნა, რომ სია გადასახედია და რაც შეიძლება, სწრაფად. თურქეთში იაპონიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ იაპონიის ხელისუფლებამ ქვეყანაში უცხოელი პერსონალისა და ტურისტების მისაზიდად,  სავიზო სისტემის რეფორმირება გადაწყვიტა. ახალი წესები ძალაში ამ წლის აპრილიდან შედის. 

Facebook Comments

ახალი დადებული