კულინარია სოციალური ქსელები და მედია

როგორ მოვამზადოთ ჩვენი ბავშვობის ,,კორჟიკი”

  • ფქვილი – 400 გ
  • შაქარი – 200 გ
  • დარბილებული კარაქი – 100 გ
  • რძე – 80 გ
  • ვანილი
  • კვერცხი – 1
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩ.კ
  • კვერცხის გული – 1

მომზადების წესი

დარბილებული კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ მიქსერით. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ კარაქს რძესთან ერთად, თან თქვიფეთ.  ცომს დაამატეთ გამაფხვიერებელი და ვანილი, შემდეგ ფქვილი. მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ ფქვილიან მაგიდაზე 1 სმ სისქეზე და გამოჭერით. გადაიტანეთ ქაღალდ ჩაფენილ ტაფაზე, გადაუსვით ათქვეფილი  კვერცხის გული+1 ჩ.კ რძე და გამოაცხეთ 200 გრადუსზე სანამ ლამაზ ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით 10-15 წუთი

წყარო: gemrielia.ge

Facebook Comments