Advertisements
პოსტები სოციალური ქსელიდან

არჩილ თალაკვაძე-“სამშობლოში რომ ხარ და სამშობლო გენატრება რას ნიშნავს ნეტავი?”

სამშობლოში რომ ხარ და სამშობლო გენატრება რას ნიშნავს ნეტავი? სიმინდის ყანიდან ბინდისას დაბრუნება და ბებიაჩემის გამომცხვარი მჭადის სუნი. გრილ აჭისწყალში გატარებული ზაფხულები. გურიის მთების ლურჯი სიმშვიდე. ჭკადუაშის ოქუალეში ცხრაფეხები ალმაცერად რომ გვიყურებდნენ მე და ჩემს პატარა ძმას. ძველი რკინიგზა, რომელიც ადამიანებთან ომში დაღუპული ხეების ნეკნებზე იყო დაგებული და როცა მატარებელი ჩამოივლოდა, სწორედ ამ ნეკნების ტკივილი და გმინვა ისმოდა.

ზურულდიდან ქვემოთ ჭრელ-ხალიჩებად გაფენილ სოფლებზე დაკვირვება, რომელზეც ლამარიას უნდა გამოევლო. თუშეთიც, საღამოს რომ დროს აჩერებენ და არავინ ბერდება ძილში. ზღვა და ბიძაჩემის ნავიც მენატრება… მარცხნივ ბადე იყო და მარჯვნივ აფხაზეთი, რომელიც არ მინახავს არასოდეს. ფანდურზე სევდით ნამღერი ხალხური ლექსები. ლოპოტას ტბის სარკეში მინანქარივით ჩასმული სახლები და რიოხაზე მშვენიერი კახეთი.

ბაფალო ბილიდან დაბრუნებული გურული მხედრები, რომლებმაც პირველად ჩამოიტანეს ჯინსები. რა საოცარია ჩვენი ქვეყანა. წინ კიდევ ორი საათის გზა მაქვს. თორმეტზე ჩავალთ”,-წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Post Alioni

Featured