პოსტები სოციალური ქსელიდან

ახლა არ დამიწყოთ, ბავშვზე უკეთესი რა არის ამ ცხოვრებაში და ა.შ.

.. ტელევიზორში ანახეს ქალაქი ბათუმი. 
უფრო სწორად, ანახეს ქალაქ ბათუმის მახლობლად, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან საცხოვრებლად ჩამოსული ოჯახები. 
ამ დასახლებას “ოცნების ქალაქი” ჰქვია. 
ხის და მუყაოს ფიცრულებში ბინადრობს ხალხი.
ამ ტერიტორიაზე, როგორც გავიგე, ეს ადამიანები თავის დროზე დაუკითხავად დასახლდნენ. ეტყობა თბილისის “ნახალოვკის” ანალოგია.
ახალ ამბებში ითქვა, რომ 100 მილიონი ლარი გამოიყოფა, რათა ამ ადგილას სახლები აშენდეს და ამ უსახლკაროებს გადაეცეს.
ძალიან კარგია, მივესალმები და დაე მუდამ იყოს მზე ამ გაუბედურებული ხალხის თავზე.

მაგრამ!
ანახეს ქალი, რომელიც თავისი ფიცრულის წინ იჯდა, ირგვლივ მისი ბავშვები ისხდნენ “Мал-мала меньше”, (ქართულად არ ვიცი როგორ ვთქვა). და ეს მრავალშვილიანი დედა ყვება, რომ:
-აქ რო დავსახლდი, ხუთი შვილი მყავდა, ახლა უკვე რვა შვილი მყავს.
ანუ, უსახლკარობის პერიოდში კიდე სამჯერ დაორსულდა და გააჩინა.
მერამდენედ ვლაპარაკობ ამ თემაზე, და მერამდენედ გამოვთქვამ ჩემ გაკვირევებას.
რა პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ფაქტიური უსახლკარობის პერიოდში, როცა გაუსაძლისად გიჭირს, კიდევ აჩენ ბავშვებს?
ახლა არ დამიწყოთ, ბავშვზე უკეთესი რა არის ამ ცხოვრებაში და ა.შ.
დიახ, ბავშვზე უკეთესი, მხოლოდ კიდევ ერთი ბავშვია, და სხვა მრავალი.
მაგრამ…
ისევ მაგრამ, და ისევ ბევრჯერ მაგრამ.

მაგრამ ეტყობა მე ვარ ნაკლული, როცა არ მესმის, რატომ უნდა გინდოდეს…
ვახ მე, ვერ ვწერ, ვერ ვაყალიბებ აზრს ისე, რომ მერე არ დამხვრიტოთ, ან მდუღარე ზეთში ნელ-ნელა არ ჩამიშვათ, ისე, როგორც შუასაუკუნეების გერმანიაში ყალბი ფულის მჭრელებს სჯიდნენ.
ვერ ვამბობ, თუმცა, ვიცი, რომ იცით რისი თქმაც მინდა.
და თუ ვერ ხვდებით, იმათ ჰკითხეთ, ვინც მიხვდა.
მოკლედ, მე იმ ქალის ადგილზე ასე არ ვიზამდი, რადგან მშიშარა ვარ და ჩემი ბავშვების მშიერ-მწყურვალე მომავლის მეშინია. “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით კალანდია

Facebook Comments