სილამაზე

ქეთი მაისურაძე- ზამთარგამოვლილი ხელების სილამაზისთვის პარაფინოთერაპია საუკეთესო საშუალებაა

 

სიცივეში ხელებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ხელებზე კანი თხელია, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით აქ პრაქტიკულად არ არის ცხიმოვანი კანქვეშა შრე. სიცივეს, ქარსა და ყინვას კი, შეუძლია გამოიწვიოს ხელის მტევნების ნაზი კანის გამოშრობა – გაუხეშება, გაღიზიანება, შეწითლება და შეშუპება.

როგორც „მწვანე სალონის“ მანიკურის სპეციალისტი, ქეთი მაისურაძე ამბობს, ხელებზე კანის სილამაზის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით შემოდგომა – ზამთრის პერიოდში, მხოლოდ კრემის წასმა საკმარისი არ არის. ამისთვის საუკეთესო საშუალება პარაფინოთერაპიაა. 

„პარაფინოთერაპია კანს კვებავს, აღადგენს, ატენიანებს და ბავშვის კანივით რბილსა და ფაფუკს ხდის. ზამთრის განმავლობაში, უამინდობით გამოწვეული მავნე შედეგების თავიდან ასაცილებლად, ამ პროცედურის ჩატარება საუკეთესო საშუალებაა. ცხელი პარაფინი ფორებს კარგად ხსნის და შეწოვა გაცილებით უკეთესად ხდება“,-გვითხრა ქეთი მაისურაძემ.

მისივე თქმით, პარაფინოთერაპია უკვე დაინერგა თბილისის რამდენიმე სალონში.

„ეს პროცედურა ჩვენთან, „მწვანე სალონში“ 10 ლარი ღირს და 15-20 წუთი სჭირდება. ხელებს ჯერ სკრაბით ვბანთ, შემდეგ ცხელ პარაფინში ვაყოფინებთ და ამის შემდეგ თბილად, ხელთათმანებში ვაჩერებთ. ეს პროცედურა ზამთარგამოვლილ, გამომშრალ ხელებს ერთხელ მაინც უნდა ჩაუტაროთ“,-ამბობს ქეთი ქეთი მაისურაძე. 

Facebook Comments