პოლიტიკა

ბელგიაში, კონგრესის სასახლეში „ნაცმოძრაობისა“ და ლგბტ პირთა შეკრება ერთდროულად გაიმართება

ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების ყრილობის პარალელურად, ლგბტ პირების წვეულება იმართება. სასახლეში ორივე შეკრება ხვალ, 10 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე დაიწყება.

კონგრესის სასახლეში წვეულებაზე სახელწოდებით Gay and Lesbian Tea Dance ლგბტ პირებს უფასო კოქტეილებით გაუმასპინძლდებიან. ასევე გაიმართება დისკოტეკა. ამასთან, სტუმრებს უფასოდ შეამოწმებენ შიდსზე. „ნაცმოძრაობის“ წვრებს კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმასპინძლებს. ორივე ღონისძიება კონგრესის სასახლის ვებგვერდზეა დაანონსებული.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და GEM Fest-ის დამფუძნებელი,  ამჟამად კი, სააკაშვილის მხარდამჭერი გიორგი სიგუა აცხადებს, მისთვის უცნობია, რატომ დაემთხვა „ქართველთა მსოფლიო კრებისა„ და ლგბტ პირების დისკოტეკის ჩატარების დრო და ადგილი. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას “ სავარაუდოდ, ეს სპეციალურად არ დაუგეგმავს.

Facebook Comments