საზოგადოება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების აქციას ზაზა სარალიძე შეუერთდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების აქციას საპატრიარქოსთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა.

აქცია საპატრიარქოს შენობის წინ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დეკანოზის ოჯახის წევრებს კარავი აქვთ გაშლილი და მათი მთავარი მოთხოვნაა, გიორგი მამალაძის ზიარება და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.

ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ბრალდება, რომელიც დეკანოზს აქვს წარდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი მამალაძე შეთქმულების მსხვერპლია.

ოჯახი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს.

Facebook Comments