პოსტები სოციალური ქსელიდან

მიშაც უკან დაბრუნებაა, სხვათა შორის! და ამათი დატოვებაც უკვე ჭაობი გახდება!

,, ღმერთო, რატომ არ შეიძლება, რომ ,,ადამიანი”(ჩემთვის ის რაღაც წარმონაქმნი არაა ადამიანი), რომელმაც ორი ,,სროკი მოიხადა” პრეზიდენტის მანტიაში, გაჩერდეს და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით? კარგი რაც გააკეთა, მადლობა ბატონო, ხოლო ცუდი რაც გააკეთა, იმაზე მეტანიები აკეთოს, რომ მიეტევოს.ანდა სულაც ნუ მიტევებია, მისი ადგილი ჯოჯოხეთშია.

ჰოდა რატომ არ შეიძლება, რომ დაგვანებოს თავი? ხომ ხდება ასე სხვა ქვეყნებში? აირჩიეს, იპრეზიდენტა, გადაირჩიეს, წავიდა და არ ურევს ქვეყანას შიგნიდან თუ გარედან! რატომ გვჭირს ყველაფერი უსაშველო? ალბათ იმიტომ, რომ ამ უსაშველობას ნოყიერი ნიადაგი აქვს ხალხის მენტალობაში, რომელთაც ქვეყნის პუტინიზაცია უნდათ, ანუ მუდმივად ერთი ადამიანი, სანამ არ ჩაძაღლდება…. 

ის რომ აქ ვერ დაბრუნდება, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა საშინელ არეულობაში და ქაოსში გაეხვევა, ისედაც არ ვართ დალაგებულები, ხომ ძალიან მარტივი ლოგიკაა, ჰოდა რა უნდათ, გამაგებინეთ რა? მოძებნონ ვინმე მართლაც ღირსეული და გაიხადონ ის მესიად, თუ მესიის გარეშე ვერ ჭამენ პურს და ვერ სვამენ წყალს! ღირსეული ნუთუ დაილია ,,წილხვედრში” ?

P.S. აქვე დავამატებ, რომ მომავალ არჩევნებში ახალი ძალა უნდა მოვიძიოთ. პოლიტიკით უკვე გასვრილები და გადაგვარებულები მივაბრძანოთ სახლებში, დაისვენონ, ეყოფათ! ქვეყანაში თუ მათ გარდა ღირსეული არავინ მოიძებნება, მაშინ შევეგუოთ, რაც გვჭირს და ნუღარ ვიხოკავთ ლოყებს, რომ ვერ მივდივართ წინ! წინ უნდა წავიდეთ და არა უკან დავბრუნდეთ, მიშაც უკან დაბრუნებაა, სხვათა შორის! და ამათი დატოვებაც უკვე ჭაობი გახდება! “–წერს ფეისბუქმომხმარებელი ირმა ვიბლიანი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni