პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა ლიეჟში შეკრებაზე მისულ ემიგრანტებს თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს

ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შეკრებაზე დარბაზში შესვლისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მისულ ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს. შეხლა-შემოხლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.

 მცირე ინციდენტი მოხდა მიხეილს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისასაც. დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერებმა ის დარბაზიდან გაიყვანეს.

ინციდენტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა. მისი თქმით, დღეს საქართველოში სიტუაცია მზად არ არის, რომ ჩავიდნენ, თუმცა უახლოეს კვირებსა და თვეებში უნდა მომზადდეს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხით: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია – ჩვენ ყოვედღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა  დარბაზში შეკრებილებს.

შეგახსენებთ, ბელგიაში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები შეიკრიბნენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni