სოციალური ქსელები და მედია

როგორი იყო 29 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელიც რუსთავში ძმის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს

ჯანდსაცვის სამინისტრო ძმის შვილის მკვლელობაშ ბრალდებულის 29 წლის ვალერი ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“21:45 საათზე, ვალერი ირემაძე შემოვიდა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, ექიმმა-ნარკოლოგმა შეაფასა მდგომარეობა, პაციენტი იმყოფებოდა გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას) ზემომედების ქვეშ.

ახლობლების თქმით, ის პერიოდულად მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს.

ნარკოლოგის თქმით, პაციენტს არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, პაციენტის თანმხლები პირების მონაყოლიდან გამომდინარე, პაციენტს შესთავაზეს სტაციონარული მკურნალობა, დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის მიზნით, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა, პაციენტს და მის თანმხლებ პირებს განემარტათ, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკებში.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის აღნიშნულ პირებს არ მიუმართავთ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უთავში მე-8 მიკრო რაიონში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით მოკლულის ბიძა დააკავეს. ცნობილია, რომ 29 წლის ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდათ.
როგორც პირველს” შსს-ში განუცხადეს სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

Featured