Uncategorized

სოსო თოფურიძის ცოლმა მუზეუმიდან დაკარგული არტეფაქტი საფრანგეთში გაყიდა?

სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება ვრცელდება. პოსტის ავტორი მანჩო მენაბდე წერს, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2011 წელს მოპარული არტეფაქტი ცოტა ხნის წინ საფრანგეთში გაყიდეს. 

საუბარია ძვ.წ.აღ. V საუკუნის ოქროს ყელსაბამზე, რომელზეც კუს გამოსახულების ფიგურებია აცმული. პოსტის ავტორის მტკიცებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილი არტეფაქტები წინა ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მეუღლის მიერ გაიყიდა.

 მანჩო მენაბდე:  „სოსო თოფურიძემ, მისი ცოლის მეშვეობით, გაყიდა ეროვნული მუზეუმიდან გატანილი ეროვნულ საგანძური. თანხა სრულად მოხმარდება ბელგიაში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრია ორგანიზებას ! ! !

2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, ცინიკურად და თავხედურად საფრანგეთში გაყიდეს!

გუშინწინ შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას ფრანგულ საიტზე სადაც ყიდიან ხელოვნების ნიმუშებს და ანტიკვარიატს, ეს არის 2011 წელს საქართველოდან გამქრალი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი. ყელსაბამი თარიღდება ქრ.შობამდე მე-5 საუკუნით!!! ეს არის უნიკალური ქმნილება და ნიმუში ქართული კულტურისა. მაშინ როდესაც 2011 წელს პატიოსანმა ხალხმა ვისაც არ შეეშინდა განგაშის ზარების რეკვა დაიწყო და გამოიტანა ინფორმაცია რომ სამკაულს აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, ამ ფაქტს არავინ ყურადღება არ მიაქცია. იყო მუქარის ზარები მაშინდელი მესვეურებიდან რომელთა სახელების დასახელებას მოვერიდები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე!

მივმართავ @კულტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობა | Government of Georgia, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – ჩვენს თვალწინ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაყიდეს! ეს არის დანაშაული და კრიმინალი რომელიც უნდა გამოიძიოთ! ჩემმა შვილმა დარეკა მითითებულ ნომერზე და გვითხრეს რომ კერძო პირის განცხადება იყო, ვინმე ლელა თოფურიძის სახელზე და რომ ნივთი გაიყიდა და არ აქვთ უფლება გვითხრან ვინ არის მფლობელი არც ამ თოფურიძის ნომერს გვაძლევენ!

მოგმართავთ საზოგადოებას, 2011 წელს ამას უბრალო ხალხი ვერ გააქრობდა, აქ მაშინდელი ჩინოვნიკების ინტერესები იყო და იგი სახელდახელოდ გააქრეს ქვეყნიდან. ეხლა ეტყობა რომელიმე მაშინდელ ჩინოვნიკს ფული დასჭირდა და ესე ცინიკურად ყიდის ჩვენს საგანძურს. ვინმემ თუ იცით ვინ არის ეს ლელა თოფურიძე, ვის შეიძლება დავუკავშირდეთ, როგორ მივმართოთ ან სამინისტროებს ან საელჩოებს გთხოვთ გამომეხმაურეთ. განცხადებაც წაშალეს და ყველა კვალი დაიკარგა!“

2011 წელს, პროფესორმა ალეკო ცინცაძემ აღმოაჩინა, რომ ეროვნულ მუზეუმში დაცულ ყელსაბამზე 94-ის ნაცვლად 82 ბურთულაა. თუმცა, გაზეთმა „ალიამ“ იმავე წელს ეროვნული მუზეუმის ფონდის მცველის, დარეჯან კაჭარავას პოზიცია გამოაქვეყნა, რომელიც ამბობდა, რომ დანარჩენი ბურთულები სხვაგან ინახება, რადგან დაჭყლეტილია. კაჭარავა ამტკიცებდა, რომ კუს ყელსაბამს ნამდვილად 94-ვე ბურთულა აქვს, მაგრამ, რადგან დაზიანებულია მას არ გამოფენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

Facebook Comments