მოდა

Louis Vuitton -ის დიზაინერმა შექმნა სამაჯური, რომლის მოხსნაც შეუძლებელია

 Louis Vuitton-ის საათებისა და ბიჟუტერიის დიზაინრმა, ფრანჩესკა ამფითეატროვმა საკუთარი საიუველირო ბრენდი Thief and Heist დააარსა.

პირველი კოლექცია უკვე მარტში გამოვა და ერთადერთი ეგზემპლარით იქნება წარმოდგენილი. ეს არის სამაჯური Tag, რომელსაც განსაკუთრებული შესაკრავი აქვს. მისი გახსნა შეუძლებელია. სამაჯურისგან გათავისუფლება მხოლოდ მისი გახერხვით არის შესაძლებელი. 

Tag-ის ფასი 125 დოლარია და მისი ყიდვა ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. 

Facebook Comments