პოლიტიკა

ლიეჟეში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები „ქართველთა კრების“ ჩასატარებლად შეიკრიბნენ

საქართველოში ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღეს, 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან და სადაც მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით მოძრაობა „ერთად სახლში“ – ქართველი ემიგრანტების პირველ მასშტაბურ შეკრებას გამართავს.

მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი გიორგი სიგუა, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მალევე შეერთებულ შტატებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, დღეს მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს და „რუსთავი 2“-თან საუბრისას ამბობს: „ლიეჟში ტრიალებს ქართული სული და ეს იქნება პირველი ასეთი მასშტაბური შეკრება ქართველების გარეთ, რომლის ორგანიზებაც შეძლო ორგანიზაციამ, „ერთად სახლში“, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით. ჩვენ დავდებთ სამპუნქტიან გეგმას, თუ რას გააკეთებს „ერთად სახლში“ და როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი მობილიზაცია, ძალიან დიდი კონსოლიდაცია“.

Facebook Comments