პოსტები სოციალური ქსელიდან

სადაც გინდა შეიკრიბეთ, ოღონდ აქაურობის არევაზე ნუ ოცნებობთ, ჯერ არ მოგვშუშებია მაგ გიჟად დაბადებულის ნაავკაცარი

„უკაცრავად კი ვარ, მაგრამ მე, რომელსაც ამ ქვეყნიდან ფეხი არ მომიცვლია, ვკვდები და ვხარობ და ვდარდობ და ვცოცხლობ ამ ქვეყნით, ვიღაც აქედან წასულმა და გადაცხოვრებულმა და გაქცეულმა უნდა მითხრას, ვინ იქნება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ან მიკარნახოს, აქ როგორ ვიცხოვროოო?

სადაც გინდა შეიკრიბეთ და მიშას მეტი არავინ დაგენახოთ, ოღონდ აქაურობის არევაზე და კიდევ უბედურებაზე ნუ ოცნებობთ, ჯერ არ მოგვშუშებია მაგ გიჟად დაბადებულის ნაავკაცარი… თუ ისევ გვიჭირს და ვბუქსაობთ, თუ ისევ ვერ აეწყო ისე, რასაც ველოდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაცების დაბრუნებაზე ვოცნებობთ…

“ოცნება”, არ ვიცი რითი შეგამკოთ ამდენი წლის მერე, ისევ ამათზე რომ ვლაპარაკობთ, ისევ მიშას ხუნტრუცს რომ დავსდევთ…„,-წერს ნინოკვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni