სოციალური ქსელები და მედია

მიუღებელია იმ ადამიანებით მანიპულირება, რომლებმაც ქვეყანა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დატოვეს

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს. ამდენად იგი ახალ, სრულიად მიუღებელ გზებს ეძებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად,-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესახებ სააკაშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივა ავანტიურაა. „სააკაშვილის მხრიდან მსგავსი ავანტიურისტული ქმედებები ახალი არ არის, მისი მთავარი მიზანი, ძალაუფლების დაბრუნება კონსტიტუციური მეთოდებით შეუძლებელია, რადგან მას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს.

ამდენად იგი ახალ, სრულიად მიუღებელ გზებს ეძებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ სიტუაციაში ყველაზე მიუღებელი იმ ადამიანებით მანიპულირებაა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და სააკაშვილის ყოვლად არარეალურ და ამასთანავე არასახელმწიფოებრივ ქმედებაში უწევთ მონაწილეობის მიღება”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Facebook Comments

Featured