მოგზაურობა

ყოფილი ბორტგამცილებელი საიდუმლოს ამხელს და მგზავრებს ურჩევს, არ იხმარონ გადასაფარებელი

თვითმფრინავში ბევრი რამის გაკეთება არ ღირს იმის გამო, რომ საფრთხე არ შეუქმნათ საკუთარ ჯანმრთელობას, მაგალითად, არ უნდა გაიაროთ თვითმფრინავში ფეხშიშველმა, არ უნდა დაჯავშნოთ ადგილი  ტუალეტთან და სხვა, მაგრამ როგორც ირკვევა, მთავარი საფრთხე გადასაფარებელშია, რომელიც მგზავრებს გასათბობად ურიგდებათ. საიდუმლო Reddit-ის მომხმარებელმა, Southwest Airlines-ის ყოფილმა ბორტგამცილებელმა გაამჟღავნა. 

მან დაწერა, რომ ავიაკომპანიაში მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ფრენებს შორის გადასაფარებლებს  სანიტარულად არ  ამუშავებდნენ. მისივე თქმით, გადასაფარებლები, რომელიც მგზავრებს ურიგდებათ, შესაძლოა, მიკრობებით იყოს დაბინძურებული წინა რეისებიდან.

„სუფთა გადასაფარებლები მხოლოდ დილის რეისებისთვის მოქონდათ და თანაც მხოლოდ იმ ქალაქებში ჩაფრენისას, სადაც ისინი იწარმოებოდა“,-განაცხადა მან.

მეორე ბორტგამცილებელმა ქალმა Huffington Post-თან აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ გადასაფარებლებს მხოლოდ დილის რეისებზე ცვლიდნენ, რის შემდეგაც რამდენჯერმე ნახმარს თავიდან ფუთავდნენ და მგზავრებს ურიგებდნენ.

Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით კი, ავიაკომპანიები გადასაფარებლებს 5-დან 30 დღის განმავლობაში არ ცვლიან.

აღნიშნული პუბლიკაციების შემდეგ ავიაკომპანიებმა თავის მართლება დაიწყეს. კომპანია US Airways-ში განაცხადეს, რომ გადასაფარებლებს 5 დღეში ერთხელ ცვლიან, American Airlines-მა კი აღნიშნა, რომ სკამების საზურგეებზე თეთრ გადასაკრავს ყოველ რეისზე ცვლიან, გადასაფარებლებს კი, საჭიროების შემთხვევაში.

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა , ნიკოლ ბაიერმა საკუთარი გამოცდილების შესახებ მოყვა. მისი თქმით, 2017 წელს Delta Airlines-ის მომსახურებით ისარგებლა. პირველი კლასით ფრენისას მას მიუტანეს გადასაფარებელი, რომელიც განავლის ნაწილაკებით იყო დაბინძურებული. როგორც ჩანს, წინა რეისის მგზავრებმა მასზე ბავშვი დააწვინეს და პამპერსი გამოუცვალეს.

მოკლედ, იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილზე არა მხოლოდ კარგად გამოძინებული, არამედ ჯანმრთელიც ჩახვიდეთ, სჯობს საკუთარი გადასაფარებლით იმგზავროთ. 

Facebook Comments