უცხოური მედია

აშშ-ში მამაკაცმა თანამშრომლებს ოფისში ცეცხლი გაუხსნა, არიან დაღუპულები

აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ ავრორაში მამაკაცმა  თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და საშველად მისულ პოლიციელებს თავს დაესხა. ამის შესახებ  Associated Press-ი იუწყება. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, ამდენივე სამართალდამცველი კი, დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევა მილგაყვანილობის არმატურის მწარმოებელ კომპანია Henry Pratt-ში მოხდა. თავდამსხმელი 46 წლის ამავე კომპანიის თანამშრომელია. მისი საქციელის მოტივი უცნობია. 

ქალაქის პოლიციის უფროსის თქმით, სამართალდამცველები სროლის შესახებ შესული შეტყობინებიდან 4 წუთში მივიდნენ ადგილზე. თავდამსხმელმა მათ ლაზერული იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, რის შემდეგაც მოხდა მისი ლიკვიდაცია. 

Facebook Comments