კულინარია

რუსუდან მაჭავარიანი – კივისა და მანდარინის პიკანტური მურაბა ლიმნით

რუსუდან მაჭავარიანი ფეისბუქ-მომხმარებლებს კივისა და მანდარინის პიკანტური მურაბის რეცეპტს სთავაზობს

,,მალე მანდარინის სეზონი მთავრდება. ეს ისეთი ხილია,საქართველოში ზაფხულიბით ბუნებრივად რომ არ მოდის . ამიტომ გაზაფხულის სეზონისთვის ჩემს მეგობრებს ვთავაზობ მანდარინის მურაბას!!!”-წერს რუსდუდან მაჭავარიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

მანდარინის მურაბა ლიმონით.

პატარა ზომის 3 კილოგრამი მანდარინი,გავფცქვნათ,მოვაშოროთ თეთრი გარსი და დავჩხვლიტოთ ნაზად წვეტიანი ჩხირით. 
მოვხარშოთ 3 კილო შაქრის ვაჟინი 2 ჩაის ჭიქა წყლით და ცხელში ჩავალაგოთ გამზადებული მანდარინები,ასეთ მდგომარეობაში დავტოვოთ სრულ გაციებამდე.მერე წამოვადუღოთ და ადუღებიდან ვხარშოთ დაახლოებით 7-8 წუთი,გამოვრთოთ და გავაცივოთ.ასე გავიმეოროთ კიდევ ორჯერ. მესამე წამოდუღების დროს ჩავამატოთ თხლად დაჭრილი ლიმონი და ვხარშოთ 10 წუთი.გამოვრთოთ, დავუმატოთ ვანილი და ცხელი ჩავალაგოთ ქილებში.

გემრიელად მიირთვით!!

პიკანტური კივის მურაბა

მასალად საჭიროა: 
1 კილო კივი,
1 ლიმონი, (ლიმონის წვენი)
900 გრამი შაქარი.

მომზადების წესი:

ლიმონი გავრეცხოთ,დავჭრათ თხელ, მრგვალ ნაჭრებად. ჩავალაგოთ ქვაბში 100 გრამ შაქართან და 100 მლ წყალთან ერთად.ვხარშოთ 10 წუთი.

გავთალოთ კივი და ჩავალაგოთ ლიმონიან ქვაბში, დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, ლიმონის წვენი და მივიყვანოთ ადუღებამდე. მერე გადავიტანოთ მინის ჭურჭელში და დავტოვოთ დილამდე.
მეორე დღეს კვლავ ჩავასხათ ქვაბში, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 20 წუთი,შიგადაშიგ ვურიოთ.
შემდეგ ცხლად ჩავალაგოთ სტერილურ ქილებში, ვაცალოთ გაცივება, დავახუროთ თავი და შევინახოთ ბნელ და გრილ ადგილას.

Facebook Comments